ხშირად დასმული კითხვები:
რა არის Fitpass Games?
Fitpass Games კორპორატიული ღონისძიებაა, რომელიც შეიქმნა ფიტპასის პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვის და აერთიანებს სახალისო გუნდურ და ინდივიდუალურ თამაშებს. ჩვენი მიზანია პარტნიორ კომპანიებში ხელი შევუწყოთ გუნდურობას და აქტიური ცხოვრების წესის წახალისებას.
რა არის 2024 წლის Fitpass Games-ის კონცეფცია?
წლევანდელი ღონისძიების კონცეფცია “ბეეეეევრი თამაშია”, რომელიც მოიცავს მთავარ და ინდივიდუალურ თამაშებს.
მთავარი თამაში – წრეში ბურთი
ინდივიდუალური აქტივობები და თამაშები – მშვილდოსნობა, კლდეზე ცოცვა, მაგიდის ჩოგბურთი, კიბერ სპორტი და სხვა.
თამაშის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან გრანდიოზული პრიზებით.
სად გაიმართება ღონისძიება?
ღონისძიება გაიმართება Factory Tbilisi-ს ტერიტორიაზე
მისამართი: აკაკი წერეთლის #114დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით და აქტიური Fitpass სტატუსით.
Სარეგისტრაციო ბმული წინასწარ დაანონსდება.
როგორ შევძლებ ღონისძიებაზე დასწრებას?
ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია, გქონდეს აქტიური Fitpass-ი და წინასწარ გაიარო რეგისტრაცია.
როგორ ხდება თამაშებზე რეგისტრაცია?
მთავარი თამაში
წრეში ბურთის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აუცილებელია შენი კომპაანის HR-მა ან პასუხისმგებელმა პირმა დაგარეგისტრიროს. კომპანიიდან მონაწილეობას 6 თანამშრომელი შეძლებს. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება🎁წრეში ბურთში მონაწილეთა გუნდების ადგილები შეზღუდულია.
ინდივიდუალურ თამაშები
მონაწილეობისთვის წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო.
ადგილზე დაგხვდება 15+ თამაში და აქტივობა, სადაც ნებისმიერი შეძლებს მონაწილეობას.
ასევე, დაგხვდება ინდივიდუალური თამაშები, რომელსაც ეყოლება დღის რეკორდსმენი🎁
როგორ გავიგო იღებს თუ არა ჩემი კომპანია მონაწილეობას მთავარ თამაშში?
მთავარი თამაშში მონაწილე კომპანიების ჩამონათვალს პარტნიორების გვერდზე ნახავთ ან მიმართე შენს კომპანიაში პასუხისმგებელ პირს.
რა პრიზები დახვდება მონაწილეებს ღონისძიების დღეს?
მთავარი თამაშში გამარჯებული კომპანია დაჯილდოვდება Fitpass Games-ის თასით და გუნდის ყველა წევრი დასაჩუქრდება.
ინდივიდუალურ თამაშებში დღის რეკორდსმნები დაჯილდოვდებიან.
პრიზები წინასწარ დაანონსდება 🎁
სად ვნახო სიახლეები?
სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს არხებს.