FITPASS GAMES 2023


22 აპრილს აჭარაბეთის მოედანზე, “Fitpass Games – ეზოს თამაშების” ფარგლებში, ბავშვობის მივიწყებულ და საყვარელ აქტივობებს გავაცოცხლებთ და გრანდიოზულ პრიზებს გავათამაშებთ, როგორებიცაა: PlayStation 5 და Fitpass-ის აბონემენტები.

თამაშებში მონაწილეობას იღებს Fitpass-ის პარტნიორი 8 კომპანიის რჩეული გუნდები: Majorel Georgia, TBC, Evolution Georgia, საქართველოს ბანკი, Meama, თეგეტა ჰოლდინგი, aPeople, ლიბერთი. გვექნება გუნდური და ინდივიდუალური თამაშები, თანაც გრანდიოზული პრიზებით!

“წრეში ბურთში” 6 კაციანი გუნდები მონაწილეობენ, ხოლო, დარჩენილი 9 ინდივიდუალურ თამაშებში გამოცდიან ბედს.

გუნდური თამაში – წრეში ბურთი


ეს გუნდური შეჯიბრება “Playoff”-ის პრინციპით ჩატარდება – თითოეული კომპანიის გუნდში 6 ადამიანი იასპარეზებს, გამოვავლენთ “ყველაზე ჯანსაღ კომპანიას” და გუნდის ყველა წევრს დავასაჩუქრებთ PlayStation 5-ით.

თამაშის პრინციპი შემდეგია: X გუნდის 3-3 მოთამაშე დგას ერთმანეთის პირისპირ მონიშნულ მანძილზე. ერთ-ერთს უჭირავს ბურთი, რომელსაც ესვრის მოწინააღმდეგე Y გუნდის შუაში მდგომ 6 მოთამაშეს. შუაში მდგომებმა ბურთი უნდა აიცილონ. ვისაც მოხვდება ბურთი, ის ტოვებს თამაშს. Წრეში მდგომ მოთამაშეებს მოწინააღმდეგის ნასროლი ისეთი ბურთის ხელში დაჭერა, რომელიც მიწაზე არ დავარდნილა – “პასად” ეთვლება, ხოლო, მიწიდან ასხლეტილი ბურთის დაჭერა გაჭრად.

როდესაც Y გუნდის ერთი მოთამაშე დარჩება ცენტრში, მან ბურთი უნდა აიცილოს 5 წუთის ბოლომდე. ამის შემდეგ გუნდებს შორის პოზიციები იცვლება. 

ორ გუნდს შორის გაიმარჯვებს ის, ვინც მოცემულ დროში უფრო მეტ ხანს იქნება წრეში. თუ თანაბარი დროებით დასრულდება თამაში, გაიმარჯვებს ის, ვისაც ნაკლები დაჭრილი მონაწილე ჰყავს. თუ ამ შემთხვევაშიც ფრე დაჯდება, მაშინ თამაში მსაჯის გადაწყვეტილებით ხელახლა ტარდება შეზღუდული დროით.

“Პასი” – ისეთი ბურთის ხელში დაჭერა, რომელიც მიწაზე არ დავარდნილა. “Პასი” ასევე ითვლება, მაშინ როცა თანაგუნდელს მოხვდა ბურთი, გაიჭრა და ამ დროს ხელში დაიჭირე. “Პასის” გამოყენება დაჭრილი მოთამაშის წრეში შემოსაყვანად არის შესაძლებელი. თუ არავინ არ არის დაჭრილი, მაშინ გუნდს +1 ქულა ეთვლება.


ინდივიდუალური თამაში – ჯეირანი

ამ ინდივიდუალურ თამაშში გამოვავლენთ ერთ გამარჯვებულს და დავასაჩუქრებთ PlayStation 5-ით.

თამაშის პრინციპი: თამაში ტარდება “Playoff”-ის პრინციპით და შემთხვევითობით გავიგებთ რომელი მონაწილე რომელს შეხვდება. თითო თამაში 2 ადამიანს შორის მიმდინარეობს და შესაბამისად თამაშის გამარჯვებული შეხვდება სხვა რაუნდის გამარჯვებულს. თამაშისას, მხოლოდ “მაკრატელი”, “ფურცელი” და “ქვის” შესრულება არის შესაძლებელი.

2 დამოუკიდებელი მსაჯი დაესწრება შვიდივე შეხვედრას და თითო შეხვედრაზე “ჯეირანს” სამჯერ გააჟღერებენ.

ინდივიდუალური თამაში – წეროები

ამ ინდივიდუალურ თამაშში გამოვავლენთ ერთ გამარჯვებულს და დავასაჩუქრებთ PlayStation 5-ით.


თამაშის პრინციპი: 2 წრეზე 16 ინდივიდუალური მონაწილე გადანაწილდება. თითო წრეში 8 მოთამაშე შეეჯიბრება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს სტანდარტულად: “წეროები, მიფრინავენ, სად?, შორს, რამდენი?” და შემდეგმა მონაწილემ 3 წამში უნდა დაასახელოს რიცხვი. თუ მონაწილე ხელის დარტყმისას ‘დაიჭრება’, ვარდება და შესაბამისად დანარჩენები აგრძელებენ თამაშს. თუ არ ‘დაიჭრება’, ვინც ვერ დაჭრა ის ვარდება. თამაში 4-ვე წრეზე გრძელდება მანამ სანამ თითოდან 1 გამარჯვებული არ დარჩები. Შემდგომ 4 გამარჯვებული ხვდება ერთმანეთს და ბოლო დარჩენილი მონაწილე იგებს პრიზს.

ინდივიდუალური თამაში – მინუს ხუთი

ამ ინდივიდუალურ თამაშში გამოვავლენთ ერთ გამარჯვებულს და დავასაჩუქრებთ PlayStation 5-ით.

თამაშის პრინციპი შემდეგია: Მწკრივში იდგება 24 მონაწილე და დაიწყებენ დახაზული პოზიციიდან კალათში ბურთის ჩაგდებას. თუ მაგალითად ჩააგდო 10-მა, 14 მონაწილე დატოვებს თამაშს, 10 კი შემდეგ ეტაპზე გადავა და მომდევნო პოზიციიდან განახორციელებენ სროლას. ამ ეტაპზეც იმავე პრინციპით მოხდება მოთამაშეების შემდეგ ეტაპზე გადასვლა. 

იმ შემთხვევაში თუ ვერცერთი მონაწილე ვერ ჩააგდებს ბურთს, ერთი პოზიციით წინ მოხდება თამაშის განმეორება. Მინუს ხუთი გრძელდება მანამ სანამ 1 გამარჯვებული არ გამოვლინდება.

ინდივიდუალური თამაში – რეზინობანა

ამ ინდივიდუალურ თამაშში გამოვავლენთ ერთ გამარჯვებულს და დავასაჩუქრებთ PlayStation 5-ით.

თამაშის პრინციპი: ორი მსაჯი დაახლოებით ორმეტრნახევრის დაშორებით შემოიჭერს რეზინს, მოთამაშემ კი ამ რეზინზე უნდა იხტუნაოს. გამარჯვებული იქნება ის, ვინც 3 წუთის განმავლობაში ყველაზე მეტ ნახტომს შეასრულებს. თუ ერთნაირი შედეგი ექნებათ ორ მონაწილეს, მეორე ტური ინიშნება. Მოთამაშემ უნდა იხტუნაოს მსაჯის განსაზღვრული წესით. Ნახტომებს დაითვლის დამოუკიდებელი მსაჯი, რომელიც ხმამაღლა გააჟღერებს და მოინიშნავს თამაშის მსვლელობისას.

ნახე რას გეუბნები “

“Ნახე რას გეუბნების” თამაში Fitpass Games-ზე მოსულ ნებისმიერ სტუმარს შეეძლება. მთავარია მეწყვილე გყავდეს: გუნდის ერთი წევრი ხმის ამოღების გარეშე მეორეს აუხსნის სამსიტყვიან წინადადებას. Მეორემ ზუსტად, სიტყვა-სიტყვით უნდა გამოიცნოს ეს წინადადება. Წინადადების გამოსაცნობად გუნდს გექნებათ წუთნახევარი. თუ ამ დროში გუნდი ვერ ჩაეტია, თამაში წაგებულია. ამ თამაშში ჯამში 30 Fitpass-ის ერთთვიანი აბონემენტი გათამაშდება, რომლის გააქტიურებასაც საკუთარი თავისთვის ან ოჯახის წევრისთვის შეძლებთ.

ამ გუნდური და ინდივიდუალური თამაშების გარდა ადგილზე დაგხვდება კიკერი, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა სახალისო აქტივობები🚀

პროგრამა

11:00 – 11:45 რეგისტრაცია

11:45 – 12:00 მისალმება

12:00 – 14:00 წრეში ბურთი – პირველი რაუნდი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი

13:00 – 14:00 “ნახე რას გეუბნები”

14:00 – 15:00 ლანჩი 

15:00 – 16:00 რეზინობანა, მინუს ხუთი, წეროები, ჯეირანი

16:00 – 16:30 წრეში ბურთი – ფინალური შეხვედრა

16:30 – 17:00 დაჯილდოება

17:00 – 18:00 After party

ლოკაცია

აჭარაბეთის სათაო ოფისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა #55

პარკინგი

მანქანის გაჩერებას ამ პარკინგზე უფასოდ შეძლებ. მთავარია, დაცვას უთხრა რომ აჭარაბეთის და Fitpass-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოდიხარ👇