FITPASS GAMES 2024

14 სექტემბერს, Factory Tbilisi-ში  FITPASS GAMES 2024 – “ბეეეეევრი თამაშის” კონცეფციით ჩატარდება. ღონისძიებაზე იქნება, როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური აქტივობები და თამაშები, რომლებშიც მონაწილეობა ნებისმიერ რეგისტრირებულ ფიტპასელს შეეძლება.

მთავარი თამაში, წრეში ბურთი

მონაწილეობა FITPASS-ის პარნიორი კომპანიების თანამშრომლებს შეუძლიათ. ჩემპიონატი “Playoff”-ის პრინციპით ჩატარდება – თითოეული კომპანიის გუნდში 6 ადამიანი იასპარეზებს, გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და დასაჩუქრდება აბუ-დაბის ტურით (12-16 ოქტომბერი).

თამაშის პრინციპი შემდეგია: 
X გუნდის 3-3 მოთამაშე დგას ერთმანეთის პირისპირ მონიშნულ მანძილზე. ერთ-ერთს უჭირავს ბურთი, რომელსაც ესვრის მოწინააღმდეგე Y გუნდის შუაში მდგომ 6 მოთამაშეს. შუაში მდგომებმა ბურთი უნდა აიცილონ. ვისაც მოხვდება ბურთი, ის ტოვებს თამაშს. Წრეში მდგომ მოთამაშეებს მოწინააღმდეგის ნასროლი ისეთი ბურთის ხელში დაჭერა, რომელიც მიწაზე არ დავარდნილა – “პასად” ეთვლება, ხოლო, მიწიდან ასხლეტილი ბურთის დაჭერა გაჭრად. 

როდესაც Y გუნდის ერთი მოთამაშე დარჩება ცენტრში, მან ბურთი უნდა აიცილოს 5 წუთის ბოლომდე. ამის შემდეგ გუნდებს შორის პოზიციები იცვლება.  

ორ გუნდს შორის გაიმარჯვებს ის, ვინც მოცემულ დროში უფრო მეტ ხანს იქნება წრეში. თუ თანაბარი დროებით დასრულდება თამაში, გაიმარჯვებს ის, ვისაც ნაკლები დაჭრილი მონაწილე ჰყავს. თუ ამ შემთხვევაშიც ფრედ დამთავრდება, მაშინ თამაშში გამარჯებული გამოვლინდება “პასების” რაოდენობის მიხედვით. თუ  ისევ ფრეა, მაშინ მსაჯის გადაწყვეტილებით ხელახლა ჩატარდება შეზღუდული დროით და რაოდენობით. 

“Პასი” – ისეთი ბურთის ხელში დაჭერა, რომელიც მიწაზე არ დავარდნილა. “Პასი” ასევე ითვლება, მაშინ როცა თანაგუნდელს მოხვდა ბურთი, გაიჭრა და ამ დროს ხელში დაიჭირე. “Პასის” გამოყენება დაჭრილი მოთამაშის წრეში შემოსაყვანად არის შესაძლებელი. თუ არავინ არ არის დაჭრილი, მაშინ გუნდს +1 ქულა ეთვლება.  

ხაზის გადაკვეთა – დახაზული მოედნის შესაბამისად უნდა ითამაშონ მონაწილეებმა. ხაზის გადაკვეთა ჯარიმაა და ერთი მოთამაშე აკლდება გუნდს. 

მსაჯს აქვს ყვითელი და წითელი ბარათის გამოყენების უფლება.

აქტივობები სადაც გამოვლინდება რეკორდსმენი და დასაჩუქრდება გრანდიოზული პრიზებით 🎁

  • მშვილდოსნობა
  • კლდეზე ცოცვა
  • მაგიდის ჩოგბურთი
  • სროლა
  • Crossfit
  • კიბერ სპორტი
  • ჭადრაკი

სხვა აქტივობები

  • იოგას ვორქშოფი
  • პილატესის ვორქშოფი
  • კრივის ვორქშოფი
  • Teamboat x Fitpass Games აქტივობები
  • და სხვა ფიტნეს სივრცეები

ასევე, ღონისძიებაზე იქნება საკვები ზონა, ზუმბას შოუ, დიჯეი, ლაივ მუსიკა და სხვა .

გთხოვთ, გაითვალისწინო, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია გქონდეს აქტიური Fitpass-ი 📲

All Fitpass Games fonts are made by Radomir Tinkov