8 ივნისს, ცისკარში (კუს ტბა) გაიმართება FITPASS GAMES 2025!
გელოდებათ როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური თამაშები და აქტივობები — მონაწილეობა ნებისმიერ რეგისტრირებულ აქტიურ ფიტპასელს შეუძლია!
მთავარი თამაში – წრეში ბურთი
მონაწილეობა FITPASS-ის პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებს შეუძლიათ. ჩემპიონატი “Playoff”-ის პრინციპით ჩატარდება – თითოეული კომპანიის გუნდში 6 ადამიანი იასპარეზებს, გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და დასაჩუქრდება აბუ-დაბის ტურით (16-20 ოქტომბერი).
დოლურა გამოავლენს მოწინააღმდეგე გუნდებს. მონეტის აგდებით გადაწყება პირველი რომელი გუნდი შევა წრეში.
თამაშის წესები:
X გუნდის 3-3 მოთამაშე დგას ერთმანეთის პირისპირ მონიშნულ მანძილზე. ერთ-ერთს უჭირავს ბურთი, რომელსაც ესვრის მოწინააღმდეგე Y გუნდის შუაში მდგომ 6 მოთამაშეს. შუაში მდგომებმა ბურთი უნდა აიცილონ. ვისაც მოხვდება ბურთი, ის ტოვებს თამაშს. Წრეში მდგომ მოთამაშეებს მოწინააღმდეგის ნასროლი ისეთი ბურთის ხელში დაჭერა, რომელიც მიწაზე არ დავარდნილა – “პასად” ეთვლება, ხოლო, მიწიდან ასხლეტილი ბურთის დაჭერა – გაჭრად.
თითოეული თამაში გრძელდება 5 წუთი.
როდესაც Y გუნდის ერთი მოთამაშე დარჩება ცენტრში, მან ბურთი უნდა აიცილოს 5 წუთის ბოლომდე. ამის შემდეგ გუნდებს შორის პოზიციები იცვლება.
ორ გუნდს შორის გაიმარჯვებს ის, ვინც მოცემულ დროში უფრო მეტ ხანს იქნება წრეში. თუ თანაბარი დროებით დასრულდება თამაში, გაიმარჯვებს ის, ვისაც ნაკლები დაჭრილი მონაწილე ჰყავს. თუ ამ შემთხვევაშიც ფრედ დამთავრდება, მაშინ თამაშში გამარჯებული გამოვლინდება “პასების” რაოდენობის მიხედვით. თუ ისევ ფრეა, მაშინ მსაჯის გადაწყვეტილებით ხელახლა ჩატარდება შეზღუდული დროით და რაოდენობით.
- “პასი” – ისეთი ბურთის ხელში დაჭერა, რომელიც მიწაზე არ დავარდნილა.
- “პასი” ასევე ითვლება, მაშინ როცა თანაგუნდელს მოხვდა ბურთი, რომელიც ძირს არ დავარდნილა გაიჭრა და ამ დროს ხელში დაიჭირა. “Პასის” გამოყენება დაჭრილი მოთამაშის წრეში შემოსაყვანად არის შესაძლებელი. თუ არავინ არ არის დაჭრილი, მაშინ გუნდს +1 ქულა ეთვლება.
- ხაზის გადაკვეთა – დახაზული მოედნის შესაბამისად უნდა ითამაშონ მონაწილეებმა. მოთამაშე ხაზის კვეთისათვის პირველ ჯერზე იღებს ყვითელ ბარათს მეორეზე კი იმ თამაშიდან ვარდება
- მსაჯს აქვს ყვითელი და წითელი ბარათის გამოყენების უფლება.
- მსაჯს აქვს უფლება სასტვენით გააჩეროს თამაში ნებისმიერ დროს, სასტვენის შემდეგ მომხდარი მოვლენები არ ითვლება
- მსაჯს აქვს უფლება გამოიყენოს ვიდეო რეფერი
- მოთამაშეს რომელიც ისვრის ბურთს აქვს უფლება შევიდეს და გამოიტანოს თავისუფალი ბურთი მოედნიდან თავის სივრცეში და მხოლოდ მერე მისცეს პასი თავის მოთამაშეს ან ესროლოს მოწინააღმდეგეს
- მსაჯს აქვს უფლება გამოიყენოს აუდიო რეფერი წესებში მითითებული ლექსიკონის განსამარტად
- პასის დაჭერის მომენტში მოთამაშემ მალევე უნდა დაუბრუნოს ბურთი მოწილააღმდეგე გუნდს ოდნავი დაყოვნებაც ისჯება ყვითელი ბარათით
- მსაჯს აქვს უფლება განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დაამატოს ან მოაკლოს დრო
- გუნდს ეკრძალება 2 ბურთის ჭერა სროლის მომენტში
აქტივობები და სპორტული ზონა:
📌 აქტივობები, სადაც გამოვლინდება რეკორდსმენები და დასაჩუქრდებიან გრანდიოზული პრიზებით:
- მშვილდოსნობა
მონაწილეს 5 გასროლის უფლება აქვს და მაქსიმალურ ქულას ვინც დააგროვებს ის გაიმარჯვებს
- კლდეზე ცოცვა
გაიმარჯვებს ის, ვინც საუკეთესო დროს დააფიქსირებს
- მაგიდის ჩოგბურთი
12:00-13:00 ადგილზე რეგისტრაცია.
ჩემპიონატი “Play off”-ის პრინციპით ჩატარდება ორ მაგიდაზე, სულ შეუძლია 64 ადამიანს. თამაში 11 ქულამდეა
- კიბერ სპორტი
12:00-13:00 ადგილზე რეგისტრაცია.
ჩემპიონატი “Play off”-ის პრინციპით ჩატარდება ოთხ კომპიუტერზე
მონაწილეობა შეუძლია 128 ადამიანს.
თითო თამაშის ხანგრძლივობა დაახლოებით 5 წუთია
- ჭადრაკი
12:00-13:00 ადგილზე რეგისტრაცია.
პირველი 40 დარეგისტრირებული მიიღებს აქტივობაში მონაწილეობას ოთხ ეტაპად. გრანდ მასტერი დავით ჯოჯუა შეეჯიბრება 10-10 კაციან 4 გუნდს და თითო გუნდიდან 4 გამარჯვებული ერთმანეთს
- სხვა აქტივობები
თამაშებს ეყოლებათ დამოუკიდებელი Team Boat Play-ს მსაჯები
🧘 ვორქშოფები:
- იოგა
- და სხვა ფიტნეს სივრცეები
🎉 ასევე, ღონისძიებაზე დაგხვდებათ:
- საკვები ზონა
- ზუმბას შოუ
- საბავშვო ზონა
📲 გაითვალისწინეთ: ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია გქონდეს აქტიური Fitpass-ი!
